FIBA SCOD – მსაჯთა განვითრების პროგრამის მესამე ონლაინ-სემინარი

FIBA SCOD – მსაჯთა განვითრების პროგრამის მესამე ონლაინ-სემინარი

გრძელდება ფიბა-ს სპეციალური პროგრამა (SCOD) მსაჯებისთვის, რომელსაც კალათბურთის მმართველი საერთაშორისო ორგანიზაცია ონლაინ ახორციელებს და პერმანენტული ვიდეო-კონფერენციებით სხვადასხვა ქვეყნების არბიტრებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება. საქართველოს მსაჯთა კორპუსის განვითარებაზე ფიბა-ევროპაში პოლონელი ინსტრუქტორი, გრეგორი ზემბლიცკი ზრუნავს, რომელმაც ბერძენი არბიტრის, გიორგიოს პურსანიდისის დახმარებით ქართველებისთვის უკვე მესამე ონლაინ-სემინარი გამართა.

მსაჯებთან ერთად კონფერენციას სუპერლიგის მწვრთნელებიც დაესწრნენ, რომლებმაც მოისმინეს სემინარი კალათბურთის თამაშისას ყველაზე საკამათო კომპონენტებთან – ტექნიკურ და არასპორტულ ჯარიმებთან, ასევე სიმულაციასთან (ფლოპინგი) დაკავშირებით. აღნიშნული სახის ჯარიმები ყველაზე ხშირად ხდება განსჯისა და დისკუსიის საგანი და მათი განსაზღვრების კარგად ცოდნა აუცილებელი პირობაა თამაშის მიმდინარეობისას გაუგებრობების თავიდან ასარიდებლად.

გრეგორი ზემბლიცკიმ და გიორგიოს პურსანიდისმა დეტალურად და გასაგებად ახსნეს ის ნიშნები, რაც ტექნიკურის, არასპორტული ჯარიმისა და ფლოპინგის განსაზღვრებისთვის არის აუცილებელი. წესებთან და ინტერპრეტაციებთან ერთად ევროპელმა ინსტრუქტორებმა ქართველ მსმენელებს ვიდეო-მასალაც წარმოუდგინეს და აღნიშნული ჯარიმების ბუნება კიდევ ერთხელ გასაგებად ახსნეს.

ევროპელმა ინსტრუქტორებმა SCOD-ის პროგრამის მონაწილეებს პირადი მიმოწერის საშუალებით ჩაუტარეს საკალათბურთო ტექსტი და საკუთარი შედეგი თითოეულმა მონაწილემ ელ-ფოსტით, პერსონალურად შეიტყო. 

გთავაზობთ სემინარის სრულ ვიდეო-ჩანაწერს: