გადამწყვეტი ბრძოლა ჩემპიონობისთვის

გადამწყვეტი ბრძოლა ჩემპიონობისთვის

 სუპერლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ სტადიაში
შევიდა. დარჩენილია 4 გუნდი, რომლებიც საკალათბურთო სეზონის უმთავრესი ტიტულისთვის
იბრძოლებენ.

 ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

„ოლიმპი“ – „არმია“

„შსს აკადემია“ – „ქუთაისი“

 მეოთხედფინალურ სერიაში დამარცხებული  4 გუნდი – „რუსთავი“, „დინამო“, „სოხუმი“ და თსუ
ერთმანეთში სუპერლიგის V-VIII
ადგილებს გაითამაშებენ. პლეი აუტის ნახევარფინალში „დინამო“ თსუ-ს შეხვდება,
ხოლო „რუსთავი“ „სოხუმს“. წყვილებში გამარჯვებულები მე-5 ადგილისთვის დაუპირისპირდებიან,
ხოლო დამარცხებულები ერთმანეთში მე-7 ადგილს გაითამაშებენ.

 ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები ნახევარფინალურ სერიას
8 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყებენ („ქუთაისი“ საშინაო მატჩებს ქუთაისში
ითამაშებს). ფინალში ის გუნდები გავლენ, რომლებიც სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებენ.
ნახევარფინალური სერიის მატჩები 8, 9 და 11 მაისს (საჭიროების შემთხვევაში 12 და
14 მაისს) გაიმართება.

 ფინალური სერია წინასწარ გამოცხადებული 18 მაისის ნაცვლად
20 მაისს დაიწყება. ნახევარფინალის მსგავსად, საჩემპიონო სერია 3 გამარჯვებამდე იქნება.

 სუპერლიგის სეზონი 29 მაისს, სუპერთასით დასრულდება,
რომელშიც ერთმანეთს თასის მფლობელი და ჩემპიონი შეხვდებიან. თუკი ორივე ტიტულის მომგები
ერთი გუნდი იქნება, ერთმანეთს ჩემპიონი და თასის გათამაშების ფინალისტი შეხვდებიან.