გაიხსნა 18–წლამდელთა ჩემპიონატის ვებ–გვერდი

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აგრძელებს ასაკობრივი ჩემპიონატების სტატისტიკურ აღრიცხვის პროცესს და დღეიდან უკვე 18–წლამდელების ვებ–გვერდიც ამუშავდა, სადაც სუპერლიგისა და 16–წლამდელთა ჩემპიონატების დარად ხელმისაწვდომია ყველა მატჩის სრული ოქმი.
შეჯიბრის ყველა მონაწილეს ექნება პერსონალური გვერდი, სადაც აღრიცხული იქნება მისი თითოეული პასი, ქულა, მოხსნა თუ ნებისმიერი სტატისტიკური მაცვენებელი. ასევე ცალკე განყოფილება ექნება საერთო სტატისტიკას, სადაც მოთამაშეთა საშუალო მაჩვენებლები დაჯამდება.
ხვალისთვის ჩაირთვება 20–წლამდელთა ანალოგიური ვებ–გვერდიც, რითაც დასრულდება ასაკობრივი ჩემპიონატების სრული ინტერნეტიზაცია. ეს საიტები იმუშავებენ მომავალ სეზონებში და დამთავრებული ჩემპიონატების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი იქნება არქივში.
საიტზე მოხვედრა შესაძლებელია როგორც კალათბურთის ფედერაციის ვებ–გვერდიდან (www.gbf.ge), ასევე სუპერლიგიდანაც (www.superleague.ge).