“გალათასარაიმ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა

“გალათასარაიმ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა

თურქეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ, რომლის „გალათასარაიმაც“ მეორე ტურის შეხვედრაში შინ „ბანვიტი“ 84:73 დაამარცხა. როგორც ჩანს, ქართველ ცენტრს ის ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშისას, ლიტვაში მიიღო.
 
ფაჩულია მოედანზე მხოლოდ 3 წუთით გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში 1 ორქულიანის სროლა მოასწრო, რომელიც ააცილა. საბოლოოდ მის ანგარიშზე 1 შედეგიანი გადაცემა იყო. 22 ქულით სტამბოლელებს ჯოშუა შიპმა ულიდერა, დანარჩენ კალათბურთელთაგან კი ვერც ერთმა ვერ უწია ათქულიან ზღვარს.
 
„გალათასარაის“ ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და თურქეთის ჩემპიონატში წინ უდანაკარგოდ მიიწევს. მომდევნო მატჩს სტამბოლური გუნდი 30 ოქტომბერს, შინ „ქარშიაქასთან“ გამართავს.