გამოკითხვა დასრულდა: სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის” ხუთეულები შეირჩა

გამოკითხვა დასრულდა: სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის” ხუთეულები შეირჩა

დღეს, საღამოს 6 საათზე დასრულდა სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩისთვის მიმდინარე გამოკითხვა, რომელიც ვებ–გვერდ www.superleague.ge -ზე 17 აპრილს დაიწყო. მთლიანობაში შემოვიდა 53 420 ხმა, რის შედეგადაც ოლ სტარში მეტოქე გუნდების ხუთეულები შეირჩა. „ლევან მოსეშვილი გუნდში“ ამ სპეციალისტის სუპერლიგის გუნდ “არმიიდან” 4 მოთამაშე მოხვდა: გივი ბაქრაძე, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა და გიორგი შარაბიძე. მხოლოდ დავით ბარბაქაძეა მოსეშვილის საოლსტარო ხუთეულში სხვა (შსს) გუნდიდან.
 
რაც შეეხება „ნუგზარ ჭეიშვილის გუნდს“, აქ მისი სასუპერლიგო გუნდ თსუ–დან მხოლოდ 2 მოთამაშე მოხვდა: გიორგი გაფრინდაშვილი და რიჩარდ მათიაშვილი. დანარჩენი 3 ადგილი ბათუმელმა დუდა სანაძემ და ქუთაისელებმა – გიორგი ბარბაქაძემ და ბუბა კვიმსაძემ შეავსეს.
 
გამოკითხვაში ყველაზე მეტი, 2083 ხმა არმიელმა ანატოლი ბოისამ მიიღო, რომელსაც მთელი 445 ხმით ჩამორჩა მეორეზე გასული მისივე თანაგუნდელი გიორგი შარაბიძე. აქვე გთავაზობთ გამოკითხვის სრულ შედეგებს და გაცნობებთ, რომ ხვალ გასამართ პრესკონფერენციაზე იმ 7–7 მოთამაშის ვინაობა გაცხადდება, რომლებიც გამოკითხვის შედეგად შერჩეულ ხუთეულებს დაემატებიან და საოლსტარო გუნდებს შეავსებენ.
 
„ყველა ვარსკვლავის მატჩი“ 29 აპრილს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 14 საათზე გაიმართება.
 
შერჩეული ხუთეულები:

 
 
ლევან მოსეშვილის გუნდი
უკანახაზელები
1280 გივი ბაქრაძე
1181 კოტე ტუღუში
1087 ლაშა ფარღალავა
1063 ბუბა ბერიშვილი
888 იუჯინ ჰარისი
888 ბესიკ ლეჟავა
745 დავით არწივიძე
685 მალხაზ აბაიშვილი
661 რევაზ ჩაჩანიძე
650 ტროი კოტონი
626 დავით საყვარელიძე
557 ირაკლი ბერიშვილი
489 გიორგი ნიკოლაძე
 
ფორვარდები
2083 ანატოლი ბოისა
1148 დავით ბარბაქაძე
949 გიორგი მარკოიშვილი
856 ზვიად ბაბიაშვილი
736 რიჩარდ დამუსი
720 დავით ხანიაშვილი
655 ზურა მაჭავარიანი
597 გიორგი პირველაშვილი
593 ზვიად ანთაძე
582 ვახტანგ მინაშვილი
580 კოკა ტომარაძე
404 კახა მუმლაძე
383 ლუკა შანიძე
282 ლექსო ლაფანაშვილი
 
ცენტრები
1638 გიორგი შარაბიძე
933 კარლ დამუსი
780 რევაზ ათანელიშვილი
737 სამუელ ლამუ
632 სოსო შერმადინი
622 სერგო ათუაშვილი
 
 
ნუგზარ ჭეიშვილის გუნდი
უკანახაზელები
1357 გიორგი გაფრინდაშვილი
1350 ბუბა კვიმსაძე
1336 ჯეფრი როჯერსი
1290 ბექა ჩიკვილაძე
1162 ლევან ცეკვავა
923 ირაკლი გულისაბედაშვილი
786 ირაკლი მიქელაძე
702 ტარიელ თავართქილაძე
697 გიორგი მარხვაშვილი
551 მიხეილ ჩიტაშვილი
530 შალვა კოხრეიძე
 
ფორვარდები
1357 გიორგი ბარბაქაძე
1311 დუდა სანაძე
1210 მიხეილ ბერიშვილი
976 მიხეილ ფანჩულიძე
944 რევაზ დიდია
799 აკაკი ლომოური
766 მიხეილ ჭოჭუა
751 ვასილ ბერუაშვილი
726 ლაშა კეშელავა
662 ავთანდილ ლომინაშვილი
636 ზურაბ კორკოტაძე
546 ნიკოლოზ ჩხატარაშვილი
 
ცენტრები
1067 რიჩარდ მათიაშვილი
829 აკაკი დვალიშვილი
758 ბექა ბექაური
680 მამუკა ბოლქვაძე
632 ილია ლონდარიძე
488 გიორგი ყველაშვილი
442 პლასიდე როდუმტა
268 ირაკლი ალხანაიძე
178 თეიმურაზ თავამაიშვილი