გამოკითხვა დასრულდა: სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის” ხუთეულები შეირჩა

გამოკითხვა დასრულდა: სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის” ხუთეულები შეირჩა

დღეს, საღამოს 6 საათზე დასრულდა სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავი“ მატჩისთვის მიმდინარე გამოკითხვა, რომელიც ვებ–გვერდ www.superleague.ge-ზე 17 აპრილს დაიწყო. მთლიანობაში შემოვიდა 53 420 ხმა,

რის შედეგადაც მეტოქე გუნდების ხუთეულები შეირჩა. „ლევან მოსეშვილი გუნდში“ ამ სპეციალისტის სუპერლიგის გუნდიდან 4 მოთამაშე მოხვდა: გივი ბაქრაძე, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა და გიორგი შარაბიძე. მხოლოდ დავით ბარბაქაძე მოსეშვილის საოლსტარო ხუთეულში სხვა (შსს) გუნდიდან.

რაც შეეხება „ნუგზარ ჭეიშვილის გუნდს“, აქ მისი სასუპერლიგო გუნდ თსუ–დან მხოლოდ 2 მოთამაშე მოხვდა: გიორგი გაფრინდაშვილი და რიჩარდ მათიაშვილი. დანარჩენი 3 ადგილი ბათუმელმა დუდა სანაძემ, და ქუთაისელებმა – გიორგი ბარბაქაძემ და ბუბა კვიმსაძემ შეადგინეს. გამოკითხვაში ყველაზე მეტი, 2083 ხმა არმიელმა ანატოლი ბოისამ მიიღო, რომელსაც მთელი 445 ხმით ჩამორჩა მეორეზე გასული მისივე თანაგუნდელი გიორგი შარაბიძე. აქვე გთავაზობთ გამოკითხვის სრულ შედეგებს და გაცნობებთ, რომ ხვალ გასამართ პრესკონფერენციაზე იმ 7–7 მოთამაშის ვინაობა გაცხადდება, რომლებიც გამოკითხვის შედეგად შერჩეულ ხუთეულებს დაემატებიან და საოლსტარო გუნდებს შეავსებენ. „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ 29 აპრილს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 14 საათზე გაიმართება.

ლევან მოსეშვილის გუნდიუკანახაზელები1280 გივი ბაქრაძე 1181 კოტე ტუღუში 1087 ლაშა ფარღალავა 1063 ბუბა ბერიშვილი 888 იუჯინ ჰარისი 888 ბესიკ ლეჟავა 745 დავით არწივიძე 685 მალხაზ აბაიშვილი 661 რევაზ ჩაჩანიძე 650 ტროი კოტონი626 დავით საყვარელიძე 557 ირაკლი ბერიშვილი 489 გიორგი ნიკოლაძე ფორვარდები2083 ანატოლი ბოისა 1148 დავით ბარბაქაძე 949 გიორგი მარკოიშვილი 856 ზვიად ბაბიაშვილი 736 რიჩარდ დამუსი 720 დავით ხანიაშვილი 655 ზურა მაჭავარიანი 597 გიორგი პირველაშვილი 593 ზვიად ანთაძე 582 ვახტანგ მინაშვილი 580 კოკა ტომარაძე 404 კახა მუმლაძე 383 ლუკა შანიძე 282 ლექსო ლაფანაშვილი ცენტრები1638 გიორგი შარაბიძე 933 კარლ დამუსი 780 რევაზ ათანელიშვილი 737 სამუელ ლამუ 632 სოსო შერმადინი 622 სერგო ათუაშვილი ნუგზარ ჭეიშვილის გუნდიუკანახაზელები1357 გიორგი გაფრინდაშვილი 1350 ბუბა კვიმსაძე 1336 ჯეფრი როჯერსი 1290 ბექა ჩიკვილაძე 1162 ლევან ცეკვავა 923 ირაკლი გულისაბედაშვილი 786 ირაკლი მიქელაძე 702 ტარიელ თავართქილაძე 697 გიორგი მარხვაშვილი 551 მიხეილ ჩიტაშვილი 530 შალვა კოხრეიძე ფორვარდები1357 გიორგი ბარბაქაძე 1311 დუდა სანაძე 1210 მიხეილ ბერიშვილი 976 მიხეილ ფანჩულიძე 944 რევაზ დიდია 799 აკაკი ლომოური 766 მიხეილ ჭოჭუა 751 ვასილ ბერუაშვილი 726 ლაშა კეშელავა 662 ავთანდილ ლომინაშვილი 636 ზურაბ კორკოტაძე 546 ნიკოლოზ ჩხატარაშვილი ცენტრები1067 რიჩარდ მათიაშვილი 829 აკაკი დვალიშვილი 758 ბექა ბექაური 680 მამუკა ბოლქვაძე 632 ილია ლონდარიძე 488 გიორგი ყველაშვილი 442 პლასიდე როდუმტა 268 ირაკლი ალხანაიძე 178 თეიმურაზ თავამაიშვილი