საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელ ლაშა–გიორგი გამყრელიძისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. მისმა გუნდმა „გიოსენმა“ პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა – გერმანიის ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 34–ე ტურში „გიოსენი“ სტუმრად „ჰაგენთან 73:83 დამარცხდა, თუმცა ქართველ უკანახაზელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. გამყრელიძე განაცხადში არ იყო. „გიოსენმა“ რეგულარული ჩემპიონატი 9 მოგებითა და 25 წაგებით დაასრულა, 18–გუნდიან ბუნდესლიგაში მე–15 ადგილი დაიკავა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. გამყრელიძის კონტრაქტიც რეგულარული სეზონის დასრულებასთან ერთად დასრულდა. ქართველი უკანახაზელი თავისუფალია და მომავალი სეზონიდან სავარაუდოდ სხვა გუნდთში გააგრძელებს კარიერას.
გამყრელიძე 24 ივლისს ეროვნულ ნაკრების შეკრებაზე უნდა იყოს ავსტრიულ შტაინბრუნში.