გამყრელიძემ “გიოსენს” დიუსელდორფში გაამარჯვებინა

გამყრელიძემ “გიოსენს” დიუსელდორფში გაამარჯვებინა

ლაშა–გიორგი გამყრელიძის „გიოსენმა“ გერმანულ ბუნდესლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა. დიუსელდორფში, გასვლით შეხვედრაში, „გიოსენს“ საკმაოდ გაუჭირდა და დამატებით დროში – 94:89 იმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიესენელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26:43 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
ლაშამ 3-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი ორჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს გამყრელიძე საჯარიმოს ხაზზე ოვერტაიმის დასრულებამდე 9 წამით ადრე დადგა, როდესაც მისი გუნდი 90:89-ს იგებდა. მისმა ზუსტმა სროლებმა „გიოსენის“ გამარჯვება საბოლოოდ გადაწყვიტა.
“გიესენს” 5 მოგება და 2 მარცხი აქვს და “ფრანკფურტთან” ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, ლიდერი კი “ბამბერგია”, რომელსაც შვიდივე თამაში მოგებული აქვს.
„გიოსენი“ მომდევნო მატჩს შაბათს, 6 ნოემბერს ფრანქფურტში, იქაურ „სკაილაინერსთან“ ჩაატარებს.