გამყრელიძის 12 ქულა და 6 მოხსნა

გამყრელიძის 12 ქულა და 6 მოხსნა

ლაშა გამყრელიძემ გერმანულ “მიტელდოიჩერში” საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მის გუნდს “გოტინგენის” დამარცხებაში (97:90) დაეხმარა.
“მიტელდოიჩერის” მთავარმა მწვრთნელმა ბიორნ ჰარმსენმა მოედანზე მხოლოდ რვა კალათბურთელი გაიყვანა, რომელთაგან შვიდმა (!) ათი და მეტი ქულის დაგროვება შეძლო.
მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 23 წლის გამყრელიძე გახლდათ, რომელმაც 12 ქულას 6 შედეგიანი გადაცემა წაამატა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლო ქულები საჯარიმოს ხაზიდან სწორედ ქართველმა გამთამაშებელმა მიითვალა და გუნდს შვიდი ქულის სხვაობით მოაგებინა.
9 ოქტომბერს, გერმანული ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩში, “მიტელდოიჩერი” ტუებინგენის “ტაიგერსს” ესტუმრება.