განახლებული 16-წლამდელთა ნაკრები განახლებულ დარბაზში შეიკრიბა

საკალათბურთო აკადემიის გნახლებულ დარბაზში 16-წლამდელთა ნაკრები შეიკრიბა.  გია კაზანჯიანმა ყველა ის კალათბურთელი შეკრიბა, რომელიც ამ ასაკში გამორჩეულია. 16-წლამდელთა ნაკრები გასულ სეზონთან შედარებით თითქმის მთლიანად გადახალისებულია. საქმე ისაა, რომ იმ კალათბურთელებს, რომლებმაც გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს, ასაკობრივი ლიმიტი ამოეწურათ და მათ 18-წლამდელთა ნაკრებში გადაინაცვლეს.გია კაზანჯიანმა 21 კალათბურთელი ავარჯიშა, რომელთა უმეტესობა 1995 წელსაა დაბადებული. კიდევ რამდენიმემ ტრავმისა და გაციების გამო ვერ მოახერხა შეკრებაზე მისვლა. სელექციის პროცესი რამდენიმე კვირა გასტანს, როს შემდეგაც კადეტთა ნაკრების ბირთვის შეირჩევა და მომავალ ზაფხულს დაგეგმილი B დივიზიონის მატჩებისთვის მოემზადება.ნაკრები რამდენიმე დღე აკადემიის დარბაზში ივარჯიშებს, რის შემდეგაც დუშეთში გაივლის შეკრებას. თებერვალში 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება.