განაცხადების მიღება 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

განაცხადების მიღება 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

ჯუნიორ ნბა-ს 2024 წლის სეზონისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. ტურნირი, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ევროპული წარმომადგენლობის,  საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება, 3 ლიგისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ C ლიგის მონაწილეთა ვინაობა ჯერ არაა ცნობილი (საკვალიფიკაციო მიმდინარეობს), A და B ლიგებთან ერთად განაცხადების მიღება დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ განაცხადი უნდა შეივსოს სრულყოფილად, რომელშიც გუნდის ზოგად ინფორმაციასთან ერთად მითითებული იქნება ზუსტი მონაცემები გუნდის თითოეული მოთამაშის შესახებ. შესაბამისად, უნდა შეივსოს განაცხადის ფორმაში არსებული ყველა გრაფა. ამასთან, ფოტოების ნაცვლად, თითოეულმა გუნდმა უნდა ატვირთოს მოთამაშეების დაბადების მოწმობის ასლები, რომლებსაც მოგვიანებით, 13 ივნისს დაგეგმილ ჯუნიორ ნბა-ს დრაფტზე (წილისყრაზე) პირადად წარადგენს.

აუცილებელია, რომ თითოეულ გუნდს განაცხადში ჰყავდეს 15 მოთამაშე, რომლებსაც მინიჭებული ექნებათ ნომრები 1-დან 15-მდე. 13 ივნისის წილისყრის შემდეგ, გუნდები მიიღებენ ნბა-ს იმ კლუბის სათამაშო ფორმებს (1-დან 15 ნომრის ჩათვლით), რომელიც დრაფტზე შეხვდებათ.

განაცხადების მიღება იწარმოებს ფედერაციის განაცხადების ერთიან ვებ-პლატფორმაზე და გაგრძელდება 11 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, დროულად და სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი არ დაიშვება ჯუნიორ ნბა-ს მიმდინარე გათამაშებაში.