გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და სახალხო ბანკს შორის!

კაფე “მსოფლიო სპორტში” გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს კალათბურთის ფედერაცისა და სახალხო ბანკს შორის, რომლის მიხედვითაც სახალხო ბანკი შემდეგი სეზონის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სუპერლიგის გენერალური სპონსორი იქნება. ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გააფორმეს ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და სახალხო ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოგუაძემ.
აღნიშნულ ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს ნაკრების წევრები ვახტანგ ნაცვლიშვილი, ზაზა ფაჩულია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა, დავით უგრეხელიძე, გიორგი გამყრელიძე, შიო ხეცურიანი, გიორგი შერმადინი და გიორგი მარკოიშვილი.