გარდაიცვალა ჯამლეტ ხუხაშვილი, ლეგენდარული ქართველი კომენტატორი, მწვრთნელი და სპორტის დიდი გულშემატკივრი

გარდაიცვალა ჯამლეტ ხუხაშვილი,  ლეგენდარული ქართველი კომენტატორი, მწვრთნელი და სპორტის დიდი გულშემატკივრი

მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კომენტატორის, მწვრთნელის და სპორტის დიდი გულშემატკივრის, ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო. სწორედ ბატონი ჯამლეტის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ეროვნული ნაკრების შექმნა და განვითარება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ბატონი ჯამლეტი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა ქართული კალათბურთის წინსვლისა და მისი სახელის საერთაშორისო ასპარესზე გასატანად. ჯამლეტ ხუხაშვილი არაერთი სახელოვანი ქართველი კალათბურთელისა და თაობის აღმზრდელია, მისი ღვაწლი კალათბურთის განვითარებაში ფასდაუდებელია! ქართული საკალათბურთო საზოგადოების სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ჯამლეტის ოჯახს.