გარდაიცვალა ფიბა-ევროპის პრეზიდენტი ოლაფურ რაფნსონი

გარდაიცვალა ფიბა-ევროპის პრეზიდენტი ოლაფურ რაფნსონი

ფიბა-ევროპის პრეზიდენტი, ისლანდიელი ოლაფურ რაფინსონი გარდაიცვალა. დღეს, საღამოს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ვიზიტად მყოფი ევროკალათბურთის მმართველი 50 წლის ასაკში მოულოდნელად აღესრულა.
რაფინსონი ჟენევაში ფიბა-ევროპის ახალი შტაბ-ბინის გახსნაზე იმყოფებოდა. საზეიმო განწყობა მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა გლოვით შეცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ფიბა-ევროპის პრეზიდენტს გულმა უმტყუნა.
ოლაფურ რაფნსონი ისლანდიელი და ამ ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იყო. 2010 წლიდან ის ფიბა-ევროპის მმართველად აირჩიეს და მას შემდეგ რაფნსონმა ევროკალათბურთში მნიშვნელოვანი ცვლილებები გაატარა და კიდევ არაერთი სიახლის განხორციელებას აპირებდა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თანაუგრძნობს ოლაფურ რაფნსონის ოჯახს და სრულიათ ფიბა-ევროპას პრეზიდენტის გარდაცვალების გამო.