გარდაიცვალა ვალერი ალთაბაევი

გარდაიცვალა ვალერი ალთაბაევი

67 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი კალათბურთელი ვალერი ალთაბაევი.
ვალერი ალთაბაევმა თამაში დაიწყო ბათუმის სპორტსკოლაში 1953 წელს. 1959-69 წლებში გამოდიოდა თბილისის “დინამოში”, აგრეთვე თბილისის და საქართველოს ნაკრებ გუნდებში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოქროს (1968), სამი ვერცხლის (1960, 1961, 1969) და ბრინჯაოს (1965) მედლების მფლობელი, სსრკ თასის (1969) და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის (1962) მფლობელი. საბჭოთა კავშირის სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1959), “ქალაქების მატჩის” გამარჯვებული (1959), მეორე (1960) და მესამე (1967) პრიზიორი, ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა გათამაშების ფინალისტი (1969).1996-2000 წლებში მუშაობდა მწვრთნელად ბათუმში, შექმნა გუნდი, რომელმაც შემდგომში შეადგინა “ბასკოს” ბირთვი.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.