მარტსა და აპრილში ჩატარებული საკვალიფიკაციო ტურნირების შემდეგ 16 და 14-წლამდელთა A ლიგის გათამაშება იწყება, რომელიც ახალი ფორმატის მიხედვით უმაღლესი დივიზიონია და მისი გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. ორივე ასაკობრივი ჩემპიონატის A ლიგაში 14-14 გუნდია, რომელთაგან რეგიონების გუნდები კვოტირებით მოხვდნენ უმაღლესში, ხოლო დანარჩენებმა, როგორც დასაწყისში ვთქვით, საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატებით დაიმსახურეს უძლიერესთა შორის ადგილი.
14 და 16 წლამდელთა A ლიგის გათამაშებები იდენტური ფორმატით ჩატარდება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:
ტურნირში მონაწილე 14 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული. გუნდები 2 წრედ, გასვლა-სახლის პრინციპით ითამაშებენ, რის შემდეგაც პლეი ოფში თითო ჯგუფიდან 4 საუკეთესო გავა. პლეი ოფში გასული 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდება და პლეი ოფის სერიებს ითამაშებენ 2 მოგებამდე. მხოლოდ ფინალი იქნება 3 მოგებამდე, ხოლო მე-3 ადგილის მფლობელი 1 მატჩით გამოვლინდება.
პლეი ოფში ვერგასული 6 გუნდიდან 2 (ჯგუფებში მე-5 ადგილოსნები) A ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს და სეზონს დაასრულებს. 6-7 ადგილებზე გასულები კი ჯვარედინად დაწყვილდებიან და 11-14 ადგილების მფლობელებს გამოავლენენ. ბოლო, მე-14 ადგილზე გასული გუნდი B ლიგაში ჩაინაცვლებს, ხოლო მე-12 და მე-13 ადგილის მფლობელები საკვალიფიკაციო სერიას ითამაშებენ B ლიგის შესაბამისად მე-3 და მე-2 ადგილოსნებთან. საკვალიფიკაციო სერიების გამარჯვებულები მომავალი სეზონისთვის A ლიგაში იასპარეზებენ, ხოლო დამარცხებულები – B ლიგაში.
გაეცანით ასაკობრივი ჩემპიონატების A ლიების კალენდარს შესაბამის ბმულზე:
14-წლამდელთა A ლიგა
16-წლამდელთა A ლიგა