გელა წულაძის გუნდი იტალიასთან დამარცხდა

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა A დივიზიონში დასარჩენად ბრძოლა მასპინძელ იტალიასთან მარცხით დაიწყო. მას შემდეგ, რაც გელა წულაძის გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა, დანარჩენ სამ უიღბლოსთან ერთად ახალ ჯგუფში მოხვდა, საიდანაც 2 საუკეთესო ელიტაში დარჩება, მომდევნო 2 კი B დივივიზიონში ჩაინაცვლებს.
ქართველების იტალიასთან მატჩს პირველივე მეოთხედის შემდეგ დაეკარგა აზრი. ევროპის ჩემპიონატი იტალიაში ტარდება და მასპინძელთა გუნდის ჯგუფში ჩარჩენა დიდი მოულოდნელობა იყო. ეტყობა, ამან ისე განარისხა იტალიელები, რომ პირველივე მეტოქეს ერთი ამოსუნთქვით მოუგეს და ეს, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო აღმოჩნდა.

შეტევაზეა შალვა კაკაურიძე
მასპინძლებმა მძლავრად დაიწყეს და პირველივე მეოთხედის შემდეგ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს: 32:13. ქართველები ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას უაღრესად მოტივირებულსა და საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერით შეგულიანებულ იტალიელებს და რაც დრო გადიოდა, მასპინძელთა უპირატესობა უფრო სოლიდური ხდებოდა.
საბოლოოდ იტალიამ დიდი სხვაობით, 104:49 გაიმარჯვა და ელიტაში დასარჩენ გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა. საქართველოს კი ორი მატჩი დარჩა სათამაშო, პოლონეთთან და უნგრეთთან და სავადაუდოდ, ორივეს დამარცხება მართებს, A დივიზიონში ადგილი რომ შეინარჩუნოს.
წულაძის გუნდი  ზეგ უნგრეთს გაეჯიბრება, ხოლო 23 აგვისტოს პოლონელებთან ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს ჩატარებს