გერმანიამ საქართველოსთან შეხვედრამდე “ბეკოს სუპერთასი” მოიგო

გერმანიამ საქართველოსთან შეხვედრამდე “ბეკოს სუპერთასი” მოიგო

დღეს, თბილისის დროით 21 საათზე, ლაიფციგში გერმანიის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. გერმანელებმა 11 და 12 აგვისტოს ბერლინში გამართული „ბეკოს სუპერთასი“ მოიგეს.
 
გერმანიაში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში საკმაოდ ძლიერი ნაკრებები მონაწილეობდნენ. მასპინძლებმა ნახევარფინალში ფინეთის ეროვნული გუნდი დაამარცხეს. გერმანელებს იან ჰენდრიკ იაგლამ 20 ქულით ულიდერა, რობინ ბენცინგმა და პერ გენტერმა კი 12–12 ქულა მოაგროვეს.
 
შეხვედრის პირველი მეოთხედი ფინეთმა 18:17 მოიგო, რის შემდეგაც მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს და დიდ შესვენებაზე 5–ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 40:35. საბოლოოდ გერმანელებმა 79:70 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.
 

გერმანელებს “ბეკოს სუპერტასზე” იან ჰენდრიკ იაგლამ ულიდერა
 
„ბეკო სუპერთასის“ ფინალში გერმანიამ პოლონეთს მოუგო. პოლონელებმა ნახევარფინალიდან მძლავრი თურქეთი გააგდეს, თუმცა მასპინძლებთან ვერაფერს გახდნენ. მატჩი დაძაბული გამოდგა. პოლონეთმა პირველი ტაიუმი მხოლოდ 1 ქულით დათმო. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მაინც იძალეს და საბოლოოდ 78:74 გაიმარჯვეს.
 
პოლონეთთან მატჩში გერმანელთა შორის საუკეთესო კვლავ იან ჰენდრიკ იაგლა იყო 16 ქულით, ხოლო ტობორ პლეისმა და ჰეიკო შაფარციკმა 12–12 ქულა მოაგროვეს.
 
საქართველოს მსგავსად გერმანელები ბოლო საკონტროლო მატჩს დღეს, ლაიფციგში გამართავენ.