გია კაზანჯიანი ლატვიაში, სემინარებზე გაემგზავრა

გია კაზანჯიანი ლატვიაში, სემინარებზე გაემგზავრა

საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებისა და საკალათბურთო კლუბ „ოლიმპის“ მწვრთნელი გია კაზანჯიანი ლატვიაში გაემგზავრა. ქალაქ რიგაში მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და სემინარები გაიმართება. კაზანჯიანი ლატვიაში სემინარებს 2 დღის განმავლობაში დაესწრება, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდება და 16–წლამდელთა ნაკრებთან მუშაობას განაგრძობს.