გია მიქაძეს 87 წელი შეუსრულდა

გია მიქაძეს 87 წელი შეუსრულდა
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, არაერთი სახელიანი კალათბურთელის აღმზრდელი, პუბლიცისტი და მთარგმნელი, გია მიქაძე დღეს იუბილარია. ბატონ გიას ხელში გამოიარა უამრავმა მოზარდმა, რომლებმაც კალათბურთის თამაშის სწავლასთან ერთად სამაგალითო მწვრთნელისგან მეტად საჭირო ცხოვრებისეული პრინციპები შეითვისეს.
 
გია მიქაძე 87 წლის გახდა და ის დღესაც ქართული კალათბურთის სამსახურშია. მის მდიდარ გამოცდილებას ნაყოფიერად იყენებენ როგორც კალათბურთის ფედერაციის წევრები, ისე საკალათბურთო სფეროს წარმომადგენლები.
 
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ გიას დაბადების დღეს და უსურვებს მხნეობას, სიხარულს და მრავალ ბედნიერ დღეს!