გიორგი გაფრინდაშვილი ტეხასშია

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, გამთამაშებელი გიორგი გაფრინდაშვილი ამერიკაში გადაფრინდა, სადაც ტეხასის შტატის “მიდლენდის” კოლეჯის გუნდში ითამაშებს.“მიდლენდის” კოლეჯის გუნდი ამერიკის იუნიორთა კოლეჯებში ერთ-ერთი საუკეთესოა. წინა სეზონში ამ გუნდმა ტეხასის შტატის ჩემპიონატშიც პირველი ადგილი დაიკავა და იუნიორთა საკოლეჯო ლიგაზეც საუკეთესო იყო. 2002-03 წლების სეზონში ამ გუნდის ღირსებას ანატოლი ბოისა იცავდა.