გიორგი შერმადინი ისრაელის თასის მფლობელია

გიორგი შერმადინი ისრაელის თასის მფლობელია

გიორგი შერმადინმა ისრაელის თასი დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა. ორი “მაკაბის” – თელავივურისა და აშდოდურის – დაპირისპირება ბოლო წუთებამდე დაძაბული იყო. თელავიველებმა გადამწყვეტ მომენტში მოიპოვეს უპირატესობა და საბოლოოდ 75:65 იმარჯვეს.
 

გიორგი შერმადინი თავის პირველ ებრაულ ტიტულს ზეიმობს
 
გიორგი შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა აშდოდელთა ფარს საშუალო დისტანციიდან 5-ჯერ შეუტია, სადანაც 3 ჩააგდო და საბოლოოდ 6 ქულა მოაგროვა. შერმადინს მეტის ჩაგდებაც შეეძლო, თუმცა 2 საჯარიმო ააცილა. 6 ქულასთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 7 ქულა (მეორე შედეგი გუნდში) და 1 ჩაჭრაც მიითვალა.
 
თელავიველთაგან საუკეთესო პოლონური პასპორტის მქონე ამერიკელი დევიდ ლოგანი გახდა, რომელმაც 32 წუთში 24 ქულა მოაგროვა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28 შეადგინა, ხოლო ამ მაჩვენებლით შერმადინი (10) ლოგანისა და ნიკ მედლის (11) შემდეგ თანაგუნდელთაგან მესამე იყო.
 
ისრაელის ჩემპიონატი 14 ოქტომბერს იწყება და პირველივე ტურში ერთმანეთს გიორგი შერმადინის “მაკაბი” და საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ჯეიკობ პულენის “იერუსალიმი” დაუპირისპირდებიან. მანამდე კი, 11 ოქტომბერს, ევროლიგის პირველ ტურში თელავიველები მალაგაში “უნიკახას” შეხვდებიან.