გიორგი შერმადინი “კანტუში” მანუჩარ მარკოიშვილის გუნდელი გახდა

გიორგი შერმადინი “კანტუში” მანუჩარ მარკოიშვილის გუნდელი გახდა

ყველაფერი ისე მოხდა,როგორც ევროკალათბურთის სპეციალისტები და მედია ვარაუდობდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი ბერძნული „პანათინაიკოსიდან“ იტალიურ „კანტუში“ გადავიდა. ამრიგად, იტალიის ამ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ამიერიდან 2 ქართველი ითამაშაბეს – კლუბის მოწინავე კალათბურთელ მანუჩარ მარკოიშვილს თანამემამულე გიორგი შერმადინი შეემატა.
 
შეგახსენებთ, რომ შერმადინი ათენის “პანათინაიკოსის” საკუთრება გახლდათ, თუმცა, გასულ სეზონში ლიუბლიანის “ოლიმპიში” იყო განათხოვრებული გახლდათ. გიორგიმ სლოვენიური კლუბის მაისურით ევროლიგაშიც ითამაშა, სადაც საშუალოდ 7.4 ქულასა და 3.4 მოხსნას აგროვებდა.
 

 
 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე შერმადინი საქართველოს ნაკრების რიგებში ირიცხებოდა, მისი საშუალო მონაგარი კი 4.4 ქულა და 4.4 მოხსნა გახლდათ.
 შეგახსენებთ, რომ “ბენეტ კანტუ”, რომლის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი იცავს, იტალიის სერია A-ში გასულ უქმეებზე ჩაერთო და კრემონაში “ვანოლი-ბრაგას” 72:60 სძლია.
 
 16 ოქტომბერს “ბენეტ კანტუ” ნიკა მეტრეველის “ბანკო დი სარდინია სასარის” უმასპინძლებს, 19 ოქტომბრიდან კი, ევროლიგის A ჯგუფში ჩაებმება, სადაც მისი მეტოქეები ესპანური “ბილბაო”, “კახა ლაბორალი”, თურქული “ფენერბაჰჩე”, ბერძნული “ოლიმპიაკოსი” და ფრანგული “ნანსი” იქნებიან.