გიორგი შერმადინი “სლოვანთან” ასპროცენტიანია

გიორგი შერმადინი “სლოვანთან” ასპროცენტიანია

სლოვენიის ჩემპიონატის მორიგ ტურში გამარჯვება იზეიმა ლიუბლიანის „ოლიმპიამ“. გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას გუნდი „სლოვანთან“ პირველ წრეში 1 ქულით დამარცხდა, ახლა კი თანაქალაქელებზე შური იძია. ოლიმპიელებმა „სლოვანი“ 70:45 გაანადგურეს.
 
საქართველოს ნაკრების წევრებმა ამ შეხვედრაში ართცუ დიდ ხანს ითამაშეს. ხუთეულში არც ერთი არ გახლდათ. შერმადინმა მოედანზე 8,44 წუთი გაატარა და 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1  ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ ოთხიდან ოთხივე ორქულიანი ჩააგდო.
 
ვლადიმერ ბოისა მოედანზე 16 წუთზე ოდნავ მეტ ხანს იმყოფებოდა. მან „სლოვანის“ ფარს თამაშიდან მხოლოდ ერთხელ, ისიც უშედეგოდ შეუტია, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო. ბოისას ანგარიშზე ასევე 1 მოხსნა და 1 პასია.
 
„ოლიმპიას“ 7 მოგების წილ 4 მარცხი აქვს. ანალოგიური შედეგი გააჩნიათ „ზლატოროგსა“ და „ჰელიოსს“, თუმცა ამ გუნდებს ლიუბლიანელები ბურთების უკეთესი შეფარდებით ჯობნიან და მეორე ადგილზე იმყოფებიან. პირველზე კი 11 ტურში ჯერაც დაუმარცხებელი „კრკაა“.
 

გიორგი შერმადინმა არც ერთი არ ააცილა