გიორგი შერმადინმა “ტენერიფესთან” კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა

გიორგი შერმადინმა “ტენერიფესთან” კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა

გიორგი შერმადინმა “ტენერიფე იბეროსტართან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. საქართველოს ნაკრების ცენტრი კანარულ კლუბში იმდენად შედეგიანად თამაშობს, რომ ესპანელებმა მას კონტრაქტი განუახლეს და ის “ტენერიფეს” ღირსებას 2022-2023 წლის სეზონის ბოლომდე დაიცავს.

შერმადინმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვაგრძელებ თამაშს. ყველამ იცის, რომ “იბეროსტარი” ძალიან კარგი კლუბია. მწვრთნელები და მთელი პერსონალი ბრწყინვალე ადამიანები არიან. გვყავს საოცარი ფანები და განსაკუთრებული ატმოსფერო.იმედი მაქვს, ყველაფერი კარგადვე გაგრძელდება, კალათბურთისაგან სიამოვნებას მივიღებთ. ვეცდებით ტიტულის მოგებას. ვფიქრობ რომ “იბეროსტართან” კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემს კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა”.

შეგახსენებთ, რომ შერმადინმა, ისევე როგორც ესპანური ლიგის საუკეთესო 12-მა გუნდმა ვარჯიში განაახლა და ისინი პლეი ოფისთვის ემზადებიან, რომლის დაწყებაც ქალაქ ვალენსიაში, ივნისის შუა რიცხვებში იგეგმება.