გიორგი შერმადინს ტრავმის გამო 6-8 კვირა გაუცდება

გიორგი შერმადინს ტრავმის გამო 6-8 კვირა გაუცდება

საქართველოს ნაკრებისა და “უნიკახას” ცენრი გიორგი შერმადინი 6-8 კვირას ვერ ითამაშებს. მისი რეაბილიტაცია 8 კვირას გაგრძელდება თუ კიდევ უფრო მოკლე დრო დასჭირდება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად წარიმართება აღდგენითი პროცესი.

მას მარცხენა ფეხზე მოტეხილობა აღმოაჩნდა. პირველადი გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა გიორგი დაამშვიდეს – საშიში არაფერიაო. თუმცა საბოლოო პასუხი მომდევნო დღეს უნდა ეთქვათ. პასუხი არ აღმოჩნდა დამაიმედებელი.

თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ტრავმის მოშუშების პროცესი წარმატებულად გაგრძელდება და შერმადინი “უნიკახას” პლეი ოფში დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ იგი ესპანეთის ჩემპიონატში 11.2 ქულასა და 4.6 მოხსნას აგროვებს.