გიორგი ცინცაძე მესამე ადგილზე გავიდა

დასრულდა ბალტიის ლიგის “ყველა ვარსკვლავის” მატჩის სასტარტო ხუთეულების წევრთა დასადგენი გამოკითხვა. ლატვიური “როკისა” და საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე საბოლოოდ, ლეგიონერთა შორის, უკანახაზელებში მესამე ადგილზე გავიდა და სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა. მან 12 191 ხმა დააგროვა, მასზე მეტი ხმა კი იგივე ამპლუის მოთამაშეებში მიიღეს მარკო პოპოვიჩმა (“ჟალგირისი”) და კერტის მილეჯმა (“რიგა”).