გიორგი ცინცაძემ აზოვმაშს 16 ქულა ჩაუგდო

გიორგი ცინცაძემ აზოვმაშს 16 ქულა ჩაუგდო

გიორგი ცინცაძემ ახალი გუნდის, ”დონეცკის” შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ეს მოხდა ბოლო საკონტროლო შეხვედრაში, რომელშიც დონეცკელებმა უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი – ”აზოვმაში” დაამარცხეს.
ქართველი გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში იყო და ასევე სასტარტო მარკო კილინგსვორტთან ერთად მატჩის ბომბარდირი გახდა 16 ქულით. დონეცკელებმა ”აზოვმაში”, ვისთანაც გასული სეზონის სუპერლიგის მეოთხედფინალი 1:4 წააგეს, გუშინდელ მატჩში 78:69 დაამარცხეს.