გიორგი ცინცაძის გუნდმა კალევი დაამარცხა

წარმატებით ასპარეზობს ესტონეთის სუპერფინალში “როკი”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცინცაძე იცავს.
სერიის მესამე შეხვედრაში ცინცაძემ 21 ქულა დააგროვა, 4/2 საშუალო სროლა, 9/5 სამქულიანი გამოიყენა და ამას 4 შედეგიანი გადაცემა და თითო ჩაჭრა-მოხსნაც დაურთო.
“როკმა” ძლიერი მეტოქე საბოლოოდ 73:63 დაამარცხა
ფინალის მეოთხე შეხვედრა ტალინში შედგება, ხოლო თუ მეხუთე მატჩის ჩატარებაც გახდება საჭირო, მაშინ შეხვედრა 25 მაისს გაიმართება.
პირველ ორ მატჩში, რომელიც ასევე “როკის” მოგებით დასრულდა, ცინცაძის მონაგარი შესაბამისად, 9 და 11 ქულა იყო.