გიორგი ცინცაძის გუნდმა პაოკი დაამარცხა

მორიგი გამარჯვება მოიპოვა ფიბას თასზე გიორგი ცინცაძის “როკმა”, რომელმაც ბერძნული პაოკი დაამარცხა, ქართველი უკანახაზელი კი ამჯერადაც გამორჩეული, ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

საქართველოს ნაკრების წევრმა ორივე გუნდში ყველაზე მეტხანს (36 წუთი) დაჰყო მოედანზე და 21 ქულით მხოლოდ პაოკის გამოცდილ თურქ ლეგიონერს, იბრაჰიმ ქუთლუაის ჩამორჩა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ქუთლუაიმ შეხვედრა ნული მოხსნა-შედეგიანი გადაცემით დაასრულა, ცინცაძემ კი 21 ქულას 6 ზუსტი პასი და 1 მოხსნაც მიამატა.
საბოლოოდ, გიორგიმ თამაშიდან 16-ში 8 ტყორცნა შეასრულა ზუსტად და 6 საჯარიმოს შესრულებისას მხოლოდ ერთხელ ვერ ივარგა. მის გარდა, “როკის” გამარჯვებაში სოლიდური წვლილი ბრაიან გასუორთმაც შეიტანა, რომელმაც შეხვედრა 16 ქულითა და 6 მოხსნით ჩაამთავრა.
სატურნირო მდგომარეობაA ჯგუფი
1. როკი 4:0 8 ქულა2. სამარა 3:1 73. ლაპეენრანტა 1:3 54. პაოკი 0:4 4 გიორგი ცინცაძის სტატისტიკა: 6 მატჩი (6 სასტარტოში), 31.7 წუთი, 14.8 ქულა, 6.5 შედეიანი გადაცემა, 3.5 მოხსნა, 1.3 ჩაჭრა, საჯარიმოების 82 პროცენტი აქვს გამოყენებული.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ