გიორგი ცინცაძის „ტარტუ როკს“ ესტონეთის ჩემპიონატში გვარიანი შესვენება გამოუვიდა. ტარტუელებმა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი 29 მარტს რომ ითამაშეს, მას მერე უქმად არიან. საქმე ისაა, რომ ესტონეთის ჩემპიონატში 1–2 ადგელებზე გასულმა გუნდებმა პლეი ოფში თამაში გაინაღდეს, დარჩენილი 2 ადგილისთვის კი 4 გუნდი, ცხრილში III-VI ადგილებზე გასულები ბრძოლობდნენ.
დღეს გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ნახევარფინალში „როკს“ და რეგულარული ჩემპიონატის მომგებ „კალევ–კრამოს“ შეუერთდებიან: „რაკვერე“ და ტტუ/კალევი. გიორგი ცინცაძის „როკი“ ნახევარფინალურ სერიაში, რომელიც 3 გამარჯვებამდეა, ტტუ/კალევს შეხვდება, ხოლო „კალევ–კრამო“ „რაკვერეს“ დაუპირისპირდება.
ნახევარფინალური სერია „როკისთვის“ 20 აპრილს დაიწყება, როცა ტარტუელები პირველ მატჩში ტტუ/კალევს უმასპინძლებენ.
ცინცაძე და მისი გუნდი საქმეში 20 აპრილიდან ჩაებმებიან