გოგა ბითაძე სერბეთის 16-წლამდელთა ჩემპიონია

გოგა ბითაძე სერბეთის 16-წლამდელთა ჩემპიონია

გოგა ბითაძე სერბეთის 16-წლამდელთა ჩემპიონატის – კადეტთა ლიგის გამარჯვებულია. ქართველი ცენტრი ბალკანეთში მიმდინარე სეზონის შუაწელში გაემგზავრა და „მეგა ლეკსის“ შემადგენლობაში 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატებში ასპარეზობდა.
გუშინ „მეგა ლეკსმა“ ფინალურ მატჩში „ცრვენა ზვეზდას“ 77:59 მოუგო და სერბეთის კადეტთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. ნახევარფინალში ბითაძის გუნდმა მეორე სერბულ გრან „პარტიზანს“ 87:57 მოუგო, ხოლო ქართველმა ლეგიონერმა 13 ქულა, 8 მოხსნა და 6 დაფარება მიითვალა.