გოგა ბითაძემ ჩიკაგოსთან მოგებულ მატჩში 15 წუთში 10 ქულა ჩააგდო

გოგა ბითაძემ ჩიკაგოსთან მოგებულ მატჩში 15 წუთში 10 ქულა ჩააგდო

დღეს, გამთენიისას, გიგა ბითაძის ინდიანამ ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩიკაგოს თან გამართა და მეტოქე დამატებით დროში – 115:106 დაამარცხა. 

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 15 წუთი და 7 წამი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა. გოგამ 5 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააფუჭა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო ტი ჯეი უორენი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა მიითვალა. საბონისმა და ბროგდონმა 15-15 ქულა დააგროვეს, ხოლო ჯასტინ ჰოლიდეი 13 ქულით გამოირჩა.

„ჩიკაგოს“ დამარცხების შემდეგ, „პეისერსს“ 31 მოგება და 17 წაგება აქვს. მაკმილანის ბიჭები საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან და წარმატებული სვლის გაგრძელების კარგი შანსი აქვთ. „ინდიანა“ მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში, აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერის, „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.