გოგა ბითაძის 10 ქულა 12 წუთში და გამარჯვება ტორონტოსთან

გოგა ბითაძის 10 ქულა 12 წუთში და გამარჯვება ტორონტოსთან

გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მას აქამდე ნბა-ში 4 ათქულიანი მატჳი ჰქონდა ჩატარებული, დღეს კი მეხუთედ იყოჩაღა. 

ინდიანას ქართველი ცენტრი ტორონტო რეპტორსთან სოლიდურად, 129:114 მოგებულ შეხვედრაში 11:57 წუთი ათამაშეს და თავიც გამოიჩინა – ბითაძემ 10 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.

გოგამ ხუთიდან სამ 2-ქულიანი ჩააგდო და ოთხიდან ოთხივე საჯარიმო გამოიყენა. მან ერთხელ სამქულიანიც ისროლა, თუმცა არაზუსტად. ამრიგად, საჯარიმოების 100-პროცენტიანი შედეგი დააფიქსირა. მოხსნებიდან, ორივე დაცვაში ჰქონდა. გარდა ამისა, მის აქტივში 2 დაფარებაცაა. საბოლოოდ, +/- კოეფიციენტი -2 გამოუვიდა.

ის ფაქტი, რომ ბითაძე თითქმის 12 წუთი ათამაშეს, დომანტას საბონისის ტრავმის დამსახურებაა. ლიეტუველმა პარკეტზე მხოლოდ 10:48 წუთი გაატარა და ამ დროში 11 ქულა ჰქონდა. ინდიანადან საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც 36 ქულას, 7 მოხსნას და 9 პასს მოუყარა თავი. მაილს ტერნერის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლია – 21 ქულით და 10 მოხსნით.

17 მატჩის შემდეგ, 10 მოგებით და 7 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. პეისერსი მომდევნო თამაშს 28 იანვარს, შარლოტთან გამართავს.