გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი ამხანაგურ მატჩში

გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი ამხანაგურ მატჩში

სერბულმა “მეგა ბემაქსმა”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი გოგა ბითაძე იცავს, ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა.
“მეგა ბემაქსმა” ყატარის ნაკრების უმასპინძლა და იოლად – 106:60 სძლია, 19 წლის ქართველი ცენტრი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გოგამ 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
ახლა, სერბული კლუბი გეზს ბაჰამის კუნძულებისკენ აიღებს და 11 და 12 აგვისტოს, შესაბამისად, არტგენტინულ “სან ლორენცო ალმაგროსა” და ამერიკულ “კენტუკი ვაილდქეთსს” ეთამაშება.
შინ დაბრუნების კვალად, 23-24 აგვისტოს, ბითაძის კლუბი ნცაა-ს ფინალისტ “მიჩიგან ვულვერინსა” და ესპანურ “ესტუდიანტესს” გაეჯიბრება, სექტემბერში კი კიდევ 5 მატჩია დაგეგმილი: “ზენითან” (რუსეთი), “ბუდუჩნოსტთან” (მონტენეგრო), აეკ-თან (საბერძნეთი), “არისთან” (საბერძნეთი) და “დინამიკთან” (სერბეთი).
სერბული გუნდი ადრიატიკის ლიგის 2018-19 წლების გათამაშებაში 29 სექტემბერს ჩაებმება, როდესაც “იგოკეას” (ბოსნია-ჰერცეგოვინა) ესტუმრება.