საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გოგა ბითაძემ ნბა-ს დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა

გოგა ბითაძემ ნბა-ს დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა

საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე 2018 წლის დრაფტში მონაწილეობას არ მიიღებს. აგენტთან შეთანხმებით 211 სმ სიმაღლის ქართველმა წინახაზელმა კანდიდატურა მოხსნა.

შეგახსენებთ, ისევე როგორც სხვა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, გოგამაც რამდენიმე თვის წინ დააყენა კანდიდატურა დრაფტზე. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ დაკვირვებოდნენ ქართველის გარჯას სერბეთის ჩემპიონატზე და ადრიატიკის ლიგაზე.

იგი წინასადრაფტო ვარჯიშებზეც იყო მიწვეული, მაგრამ… საბოლოოდ გოგამ და მისმა აგენტმა წლევანდელი დრაფტიდან კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტეს. იგი კიდევ უფრო მომზადებული შეხვდება 2019 წლის დრაფტს.