“გოლდენ სტეიტის” მოულოდნელი მარცხი “საკრამენტოსთან”

“გოლდენ სტეიტის” მოულოდნელი მარცხი “საკრამენტოსთან”

„გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერ „საკრამენტოსთან“ მოულოდნელად წააგო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა თანაშტატელ „მეფეებთან“ შეხვედრა შინაურ არენაზე – 106:110 დათმო.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 14 წუთში 3 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩჭრა მიითალა. ზაზამ 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გოლდენსტეიტელებს სტეფ კარიმ 21 ქულით ულიდერა, ტრავმირებული კევინ დიურანტს კი არ უთამაშია.