გოლდენ სტეიტმა სან ანტონიოს სძლია და კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა

გოლდენ სტეიტმა სან ანტონიოს სძლია და კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ფინალური სერიის მე-5 მატჩში 99:91 მოუგო “სან ანტონიო სპურსს” და სერიაში 4:1 გაიმარჯვა. მოქმედი ჩმპიონი ოკლენდელები მომდევნო წრეში “ნიუ ორლეან პელიკანსს” შეხვდებიან, რომელმაც “პორტლენდს” სერია 4:0 მოუგო.

“გოლდენ სტეიტის” შემადგენლობაში კვლავ არ უთამაშია ქართველ ცენტრს. სტივ კერის ზაზა ფაჩულია პლეი ოფის არც ერთ შეხვედრაში მოედანზე არ გაუყვანია. ოკლენდელებს 25 ქულით კევინ დიურანტმა, ხოლო 24-ით – კლეი ტომპსონმა ულიდერეს. 17 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა დრეიმონდ გრინმა, ხოლო სტეფ კარი ისევ რეაბილიტაციას გადის.

“გოლდენ სტეიტისა” და “ნიუ ორლეანის” კონფერენციის ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი 28 აპრილს, ოკლენდში გაიმართება.