“გოლდენ სტეიტმა” სან ანტონიოში წააგო, გულშემატკივარმა – ფაჩულიას უსტვინა

“გოლდენ სტეიტმა” სან ანტონიოში წააგო, გულშემატკივარმა – ფაჩულიას უსტვინა

“გოლდენ სტეიტ უორიორსი” “სან ანტონიო სფურსს” ესტუმრა და 75:89 წააგო, ტეხასელი გულშემატკივარი კი ზაზა ფაჩულიას სტვენითა და ნეგატიური შეძახილებით. ქართველი ცენტრი ბურთს მიიღებდა თუ არა, დარბაზში გამაყრუებელი “ბუუუუუ” ისმოდა.

“სპურსის” გულშემატკივრებს ჯერაც არ დავიწყებიათ, გასული წლის პლეი ოფში კავაი ლეონარდის ტრავმა, რომელიც მან ზაზა ფაჩულიასთან შეჯახების შემდეგ მიიღო. გაზაფხულზე ამ ამბავს სანანტონიოელების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რაშიც მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩიც ჩაერთო…

ცხადია, დარბაზში მეტოქის სტვენასა და ყვირილს გამოცდილი ზაზა ფაჩულია შეჩვეულია. მისთვის ამას თამაშში ხელი არ შეუშლია. “მერკური ნიუსის” ჟურნალისტმა მარკ მედინამ კი, თავის “ტვიტერზე” დაწერა: “სან ანტონიოს ქომაგის რეაქცია სასაცილოა – ზაზა ფაჩულიას ისე უსტვინეს, როგორც კობი ბრაიანტს უსტვენდნენ ხოლმე”.

ქართველმა ცენტრმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 14 წუთი ითამაშა, 6 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.

არ უთამაშიათ სტეფ კარის, კევინ დურანტსა და კლეი ტომპსონს. მხოლოდ 11 წუთი გაატარა მოედანზე დრეიმონდ გრინმა, რომელსაც მენჯთან აქვს დაზიანება…

კარის არყოფნაში კვლავ ქვინ კუკმა გამოიდო თავი – 20 ქულა ჩააგდო. “სან ანტონიოს” კი ლამარკუს ოლდრიჯმა მოაგებინა – 33 ქულა ჩააგდო.

23 მარტს “გოლდენ სტეიტი” ზაზას ყოფილ გუნდ “ატლანტას” უმასპინძლებს.