გორდონ ჰერბერტის გუნდი საბერძნეთში აგებს

გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზი” საბერძნეთში “არისთან” 72:74 დამარცხდა, თუმცა მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გუნდი მაინც პირველ სამეულში რჩება. C ჯგუფში საკმაოდ სოლიდური შემადგენლობაა და სასიხარულოა, რომ ჰერბერტის “პოს” მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსები გააჩნია. ფრანგების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ბრიტონ ჯონსენი იყო, რომელმაც 9-დან 9 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და შეხვედრა 19 ქულით დაასრულა. “პოს” წინა მატჩში ტრავმის გამო უთამაშებელი კლინტ ჰარისონი დაუბრუნდა, რომელმაც 14 ქულა დააგროვა. მომდევნო ტურში “პო-ორტეზი” იტალიაში ჩადის, სადაც ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერს, “ნაპოლის” შეხვდება.