გორდონ ჰერბერტის პრესკონფერენცია

ბარბაქაძესა და მეტრეველს დიდი მომავალი აქვთ
თბილისის “დინამოს” დიღმის ბაზაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გორდონ ჰერბერტმა პესკონფერენცია ჩაატარა, რომლის მთავარი თემაც სამდღიანი კემპის დასრულება, შეჯამება გახლდათ.კანადელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ სანაკრებო კანდიდატების შესარჩევად გამართულმა სამდღიანმა ინტენსიურმა შეკრებამ ნაყოფიერად ჩაიარა და მას ყველა მოთამაშეზე ამომწურავი აზრი შეექმნა. ჰერბერტის თქმით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ ახალგაზრდებს, ნიკა მეტრეველსა და გიგი ბარბაქაძეს, რომლებსაც აღნიშნულ შეკრებაში მონაწილეობის უფლება დართეს. ოღონდ, მისი თქმით, ამ ორმა ნიჭიერმა მოთამაშემ, ვარჯიშს არ უნდა მოუკლოს, რაც ისევ და ისევ მათ სასიკეთოდ იმოქმედებს.გორდონ ჰერბერტმა გამოარჩია დავით უგრეხელიძის, ზვიად ბაბიაშვილისა და ბესიკ ლეჟავას მომზადების დონეც, თუმცა იქვე დასძინა, უგრეხელიძეს ისედაც ვიცნობდი, ბაბიაშვილმა და ლეჟავამ კი სასიამოვნოდ გამაკვირვესო. მისივე თქმით, გიორგი გამყრელიძის მზადყოფნაში მას ეჭვი ისედაც არ ეპარებოდა.ჰერბერტი ფინეთში გაფრინდა, ხოლო 18 ივლისს კი, როდესაც საქართველოს ნაკრების შეკრების მეორე ეტაპი დაიწყება, იგი გუნდს უკვე საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობით შეკრებს.