გორდონ ჰერბერტმა კვლავ მოიგო!

აგრძელებს ევროლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე წარმატებულად გამოსვლას გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზი”. მეხუთე ტურში ფრანგებმა გასვლაზე “ელდო ნაპოლის” დამატებით დროში 96:84 მოუგეს და 5 მატჩიდან 3 მოგებით ჩ ჯგუფში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი გამარჯვება “პომ” ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან, მოსკოვის ცსკა-სთან მატჩში მოიპოვა.
სამწუხაროდ, ცუდი დებიუტი გამოუვიდა “ნაპოლის” რიგებში საქართველოს ნაკრების წევრს ტაირონ ელისს, რომელმაც 13 წუთში ერთი ქულაც ვერ დააგროვა. ორივე გუნდის შემადგელობაში საუკეთესო იყო კლინტ ჰარისონი, რომელმაც მატჩი 22 ქულით დაასრულა.