გორმა მართვე თბილისში დაამარცხა

გორმა მართვე თბილისში დაამარცხა

9 ივნისს საკალათბურთო აკადემიაში 13-წლამდელთა ჩემპიონატის
5 მატჩი გაიმართა. ყველაზე დაძაბული „მართვესა“ და „გორის“ დაპირისპირება გამოდგა.
მართველებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ რამდენიმე მოთამაშით გაძლიერდნენ, დიდი წინააღმდეგობა
გაუწიეს „გორს“, მაგრამ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის დამარცხება ვერ მოახერხეს.
გორეებს ტრადიციულად გიორგი ხუბულაშვილმა ულიდერა, რომელმაც ამჯერად 44 ქულა ჩააგდო.

საინტერესო დაპირისპირება გაიმართა აუტსაიდერებს – „აკადემია
2“-ს და „კარდინალები 2“-ს შორის. დაძაბულ ბრძოლაში საბოლოოდ აკადემიელებმა იმარჯვეს
– 67:62. დაახლოებით ასეთი სხვაობა დაფიქსირდა სამედიცინო უნივერსიტეტისა და „ქუთაისს“
შორის. იმერულმა კლუბმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ თსსუ-სთან მაინც წააგო – 62:69.

დარჩენილ მატჩებში მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა
– „აკადემიამ“ „რუსთავს“ სძლია, ხოლო „ჰიუნდაიმ“ „კარდინალებს“ შანსი არ დაუტოვა.

9 ივნისი.
საკალათბურთო აკადემია

თსსუ – ქუთაისი    69:62

25:18, 16:14, 16:11, 12:19

სამედიცინო:
ს. მდივანი (37), ნ. კეკელიძე (15)

ქუთაისი:
დ. გვენცაძე (23), გ. კენჭაძე (18)

აკადემია – რუსთავი                 84:44

29:6, 21:8, 20:14, 14:16

აკადემია:
გ. კვაჭანტირაძე (18), მ. ზურაბაშვილი (15)

რუსთავი: დ.
ფუტკარაძე (20), ვ. კვახაძე (10)

კარდინალები
– ჰიუნდაი 50:79

8:19, 12:21, 14:25, 16:14

კარდინალები:
ლ ტალახაძე (18), ნ. ოქრუაშვილი (10)

ჰიუნდაი:
ნ. აბაშიძე (25), გ. გოგიტაშვილი (15)ლ. წენგუაშვილი (14)

კარდინალები
2 – აკადემია 2              62:67

11:20, 19:15, 14:18, 18:14

კარდინალები: ნ. ნიკოლაიშვილი (26),  გ. გორგაძე (19)

აკადემია: რ. ანდრონიკაშვილი (16), ლ კაზანჯიანი (10), ლ მიქელაძე
(10)

მართვე – გორი
71:75

15:20,
15:17, 16:19, 25:19

მართვე: ნ. ნადარეიშვილი (23), გ. მიქელაძე (18)

გორი: გ. ხუბულაშვილი (44), ნ. თაგვარელი (13)