«Grande შერმადინი, Fantastico ბაზილე“

«Grande შერმადინი, Fantastico ბაზილე“

«Grande შერმადინი, Fantastico ბაზილე“ – ასეთი შეძახილებით დაასრულა იტალიური ტელეარხის კომენტატორმა „ბილბაო“–„კანტუს“ საევროლიგო შეხვედრის რეპორტაჟი. სწორედ ამ 2 კალათბურთელის დიდებულმა თამაშმა მოაგებინა კანტუელებს ესპანეთში გადამწყვეტი მატჩი, რის შემდეგაც იტალიურმა კლუბმა ევროლიგის ტოპ–16–ში თამაშის უფლება მოიპოვა.
 
4 მოგებითა და 3 წაგებით კანტუ ჯგუფში 1–3 ადგილებს იყოფდა და ესპანეთში „ბილბაოს“ დამარცხება ჯგუფიდან გასვლას უნაღდებდა. შეხვედრა ძალაინ დრამატული ფინალით დასრულდა. 
შეხვედრის ბოლო წუთისთვის ბილბაოელები 62:61-ს იგებდნენ, როდესაც შერმადინმა მორიგი ბურთი “ჩატენა” და კანტუელები დააწინაურა, მანვე საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე ორი საჯარიმოდან ერთი ტყორცნა გამოიყენა და ანგარიში 62:64 გახადა.
საპასუხო შეტევაში კოსტას ვასილიადისმა შორეული ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა – 64:64.
 
ძირითადი დროის ამოწურვამდე 2.9 წამი იყო დარჩენილი და ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ შეხვედრა ოვერტაიმში გაგრძელდებოდა, თუმცა კანტუელთა გამოცდილმა უკანახაზელმა ჯანლუკა ბაზილემ შორეული სამქულიანით, საფინალო სირენის თანხლებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 67:64.
 
სტუმართა რიგებში საუკეთესო ეფექტიანობის კოეფიციენტი (16) გიორგი შეწრმადინსა და ვლადიმირ მიკოვს ჰქონდათ. მიკოვმა 13 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ქართველმა ცენტრმა კი 22:55 წუთში თავი 11 ქულას, 5 მოხსნას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა.
შერმადინმა ოთხივე ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო.
 
საკმაოდ სარგებლიანი იყო მეორე ქართველი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც მოედანზე 16 წუთი გაატარა. მანუჩარმა 5-დან 3 ორქულიანი და 1 სამქულიანი გამოიყენა, შესაბამისად თავი 9 ქულას მოუყარა. გარდა ამისა მას 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა.
 
„კანტუს” 5 მოგება და 3 მარცხი აქვს და თურქულ “ფენერბაჰჩესთან” ერთად A ჯგუფში I-II ადგილებს იყოფს. დღეს, ამ ჯგუფში ბერძნული “ოლიმპიაკოსი” ესპანურ “კახა ლაბორალს” უმასპინძლებს, ქართველთა კლუბს კი, რომელსაც მოწინავე ოთხეულიდან გავარდნა აღარ ემუქრება, კიდევ ორი შეხვედრა ელის – 15 დეკემბერს სტუმრად “ოლიმპიაკოსთან”, ხოლო 22-ში, შინ, “ფენერბაჰჩესთან”.