გრინი და ჰეინსი “გრან კანარიას” გამარჯვებაში დაეხმარნენ

გრინი და ჰეინსი “გრან კანარიას” გამარჯვებაში დაეხმარნენ

ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელების – ტორინ გრინისა და მარკიზ ჰეინსის „გრან კანარიამ“. კანარიელებმა კუნძულზე პრიმერადივიზიონის დებიუტანტ „ბლუსენსს“ შეხვდნენ და 84:73 დაამარცხეს. ამ წარმატებაში თავისი წილი საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა კალათბურთელებმაც დაიდეს.
ჰეინსი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 15 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა. მარკიზმა 7–დან 3 სამქულიანი, 5–დან 4 საჯარიმო და ერთი ორქულიანი ჩააგდო. მექულეობით თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ მატჩში ყველაზე მეტი პასი მიითვალა ტორინ გრინმა, რომელმაც მოედანზე 16 წუთი გაატარა და პირად ანგარიშზე 2 ქულასთან ერთად 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ამ გამარჯვებით კანარიელებმა ცხრილში სიტუაცია გამოისწორეს. 4 გამარჯვებითა და 7 მარცხით „გრან კანარია“ ცხრილში მე–13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს პრიმერადივიზიონში კანარიელები 18 დეკემბერს სტუმრად „ვალიადოლიდთან“ გამართავენ.