გრინის და ჰეინსის გუნდი სარაგოსაში 2 ქულით დამარცხდა

გრინის და ჰეინსის გუნდი სარაგოსაში 2 ქულით დამარცხდა

ახალი წლის პირველი მატჩი გამართა ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე „გრან კანარიამ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელები – ტორინ გრინი და მარკიზ ჰეინსი იცავენ. კანარიელები სარაგოსაში ადგილობრივ გუნდს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 61:63 დამარცხდნენ.
ორივე ქართულპასპორტიანი სასტარტო ხუთეულში იყო.  ჰეინსმა მოედანზე 22:39 წუთი გაატარა, 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 8 ქულას 2 მოხსნა და 3 პასი წაამატა, გრინმა კი 11:10 წუთში სამქულიანი ააცილა და 3-3 მოხსნა-პასს დასჯერდა.
 “გრან კანარიასესპანურ პრიმერადივიზიონში 5 მოგება აქვს და მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს „გრან კანარია“ 8 იანვარს, შინ „ვალენსიასთან“ გამართავს.