გულშემატკივართა საყურადღებოდ!

გულშემატკივართა საყურადღებოდ!

იჩქარეთ! საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე დასასწრები ბილეთების რაოდენობა იწურება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც tkt.ge-ზე, ისე სპორტის სასახლის სალაროებში 11:00 საათიდან 19:00 საათამდე. ყველა გულშემატკივარს დაურიგდება საქომაგო ფლაერი, რომელზეც დატანილია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ფლაერის გამოყენების მარტივი წესი. გულშემატკივართა სიმრავლიდან გამომდინარე, გთხოვთ, მობრძანდეთ მატჩის დაწყებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე. მაყურებელს დარბაზში შესვლა შეეძლება 17:30 საათიდან. შევავსოთ სპორტის სასახლე და ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი! 

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასაძლევად საქართველო საუკეთესო სამეულში უნდა მოხვდეს, რისთვისაც მხოლოდ მცირედი გვაკლია. უგულშემატკივრეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 29 ივნისსა და 2 ივლისს 19:00 საათზე და გახდით უმნიშვნელოვანესი მოვლენის მონაწილე.