გულშემატკივართა საყურადღებოდ!

გულშემატკივართა საყურადღებოდ!

🇬🇪 ️საქართველო – ესტონეთის 🇪🇪 მატჩამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს თქვენი გულშემატკივრობა სჭირდება!!💪🏀

გულშემატკივრებისთვის სპორტის სასახლეში შესვლა დაიწყება 17:30 საათიდან, ამიტომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თხოვნით მიმართავს მაყურებელს, მინიმუმ ერთი საათით ადრე მაინც მობრძანდნენ თამაშზე.

 

ყველა გულშემატკივარს ტრადიციულად დაურიგდება საქომაგო ფლაერი, რომელზეც დატანილია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ამ ფლაერის გამოყენების მარტივი წესი.

შევავსოთ სპორტის სასახლე, ერთად და ომახიანად შევასრულოთ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და დავამარცხოთ ესტონეთის ნაკრები.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც სპორტის სასახლის სალაროებში, ასევე ონლაინ ➡️ tkt.ge/basketball

მოდი სპორტის სასახლეში, საქართველოს ნაკრებს შენი ძალა სჭირდება!🇬🇪