ჰერბერტის გუნდი ბენეტონთან დამარცხდა

გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზი” საკუთარ მოედანზე ტრევიზოს “ბენეტონთან” 73:86 დამარცხდა. სტუმართა დაბალანსებული შეტევის წინააღმდეგ მასპინძლებმა ვერაფერი გააწყვეს, იტალიელთა შორის კი 5-დან 5 სამქულიანი მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა მარკო მორდენტემ გამოიყენა.
“პომ” ოთხივე მეოთხედი დათმო და 6 შეხვედრის მერე გუნდის ანგარიშზე 3 მოგება და ამდენივე წაგებაა. მომდევნო შეხვედრაში ჰერბერტი და მისი გუნდი გასვლაზე კაუნასის “ჟალგირისს” ხვდებიან. მასპინძელთა შორის 18 ქულით საუკეთესო მაიკლ რაიტი იყო.