“ჰიუნდაი” 1:0 “სამედიცინო”

“ჰიუნდაი” 1:0 “სამედიცინო”

„სამედიცინოსა“ და „ჰიუნდაის“ შორის დაწყებული ნახევარფინალური სერია
საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თანაბარი და გარდამავალი უპირატესობით წარმართული
შეხვედრის ბოლოს „ჰიუნდაიმ“ იძალა და გამარჯვებით სერიაში 1:0 დაწინაურდა.

ორივე ამ გუნდს საჩემპიონო ამბიცია აქვს და ბრძოლაც უშეღავათო
გამოვიდა. პირველ მეოთხედში მცირე უპირატესობა ჰიუნდაელებმა მოიპოვეს. მათ
ათწუთეული 19:14 მოიგეს, თუმც მ2–წუთიანი შესვენების შემდეგ ამოქმედდა მედიკოსთა
ლიდერი მერაბ ბოქოლიშვილი, რომელსაც ფარზე ყოჩაღი თამაშით კახა მუმლაძე და გოგა
ჯავახიშვილი ეშველებოდნენ. ამ კალათბურთელების დახმარებით მედიკოსებმა ანგარიში
გაათანაბრეს და პირველი ტაიმიც დასრულდა.

მესამე მეოთხედის ბოლოს „სამედიცინო“ ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ
დარჩენილი იყო მეოთხე პერიოდი, რომელშიც უფრო მოწოდების სიმაღლეზე ნიკო
ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი „ჰიუნდაი“ აღმოჩნდა, რაც უპირველესად ვასილ ბერუაშვილის,
დუდა სანაძის და ირაკლი ჩერქეზიშვილის დამსახურებაა.

ამ ტრიოს ზუსტი და სწრაფი თამაშის წყალობით ჰიუნდაელებმა დამაჯერებელი
უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.

მომდევნო მატჩი ამ გუნდებს შორის 2 მაისს გაიმართება.
მატჩის სტატისტიკა: http://u-20.ge/playoff/09-10/result/166
ფოტოგალერეა: http://u-20.ge/gallery.php?cat=3&alb=522&img=368